ახალი კვლევის მიხედვით, 2020 წელს, ჯგუფებს შორის მილიონზე მეტი ალბომის გაყიდვა მხოლოდ ლეგენდარულმა ჯგუფმა The Beatles და სამხრეთკორეულმა ბოიბენდმა BTS მოახერხეს.
BTS-ის მიერ გავრცელებული Map of the Soul: 7 წლის ყველაზე გაყიდვადი ალბომია და ერთადერთია, რომლის გაყიდვებმა 500 000-ს გადააჭარბა. ის წლის ყველაზე პოპულარული ალბომების ჩამონათვალში მე-9 პოზიციაზეა.
რაც შეეხება ლეგენდარულ ლივერპულელ ოთხეულს, 1969 წელს გამოშვებული სტუდიური ჩანაწერი Abbey Road წელს ყველაზე გაყიდვად ალბომებს შორის მეხუთე პოზიციაზე მოხვდა.