შტეფან ვინკელმანი ამბობს, რომ Bugatti-ს მარკის ჰიპერქარების მყიდველები ის ადამიანები ხდებიან, ვისაც სოციუმში დომინირებადი პოზიცია აქვს. Bugatti-ის მარკის კლიენტები ხდებიან ძირითადად მამაკაცები, რომლებმაც ცხოვრებაში ყველაფერს თავად მიაღწიეს.
ყელაზე ხშირად ჰიპერქარებს ჩრდილოეთ ამერიკის, ახლო აღმოსავლეთისა და იაპონიის მაცხოვრებლები ყიდულობენ. Bugatti-ის საშუალო სტატისტიკურ კლიენტს თავის კოლექციაში 30 ავტომობილი ჰყავს. გარდა ამისა, საკუთრებაში აქვთ რამდენიმე სახლი, იახტა და პირადი თვითმფრინავი.
Bugatti-ის ხელმძღვანელი იმასაც ამბობს, რომ 2021 წლამდე ყველა ავტომობილი უკვე გაყიდულია. საუბარია Chiron-ზე, რომელიც მხოლოდ 500 ერთეული გამოვა. ის აღჭურვილია W16 8.0ლიტრის მოცულობის ძრავით, რომელიც 1 500 ცხენის ძალას ავითარებს.
პირველ ას კილომეტრს ავტომობილი 2,5 წამში კრებს. მაქსიმალური სიჩქარე 420 კილომეტრ/საათია.
შეზღუდვა სპეციალური გასაღებით იხსნება, რომლის შემდეგაც ჰიპერქარი 450 კმ/საათამდე ჩქარდება.