LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუღაძე: დღევანდელი გამოსვლით ის, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, 1%-საც გვიკარგავს, რომ ევროკავშირის სტატუსი მოგვცენ

231
ლაშა ბუღაძე

მწერალი ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში გამოსვლას ეხმაურება.

მისი თქმით, თუ 1 % მაინც გვქონდა შანსი, რომ ხვალ, ევროკავშირის სტატუსი მოგვცენ, ისიც დავკარგეთ პრემიერის წყალობით.

„ღარიბაშვილი ისევ აგინებს და ლანძღავს უკრაინელ მაღალჩინოსნებს და ევროპარლამენტარებს – და ამას აკეთებს ევროსაბჭოს ხვალინდელი სხდომის წინ, სადაც 1 % მაინც არის შანსი, რომ ევროკავშირის სტატუსი მოგვცენ – დღევანდელი გამოსვლით ის, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ამ 1%-საც გვიკარგავს.

ესაა მისი დავალება და მიზანი. სხვა ყველაფერი მეათეხარისხოვანია.“- წერს ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში.

ღარიბაშვილი: იცნობდეთ ქვეყნის მოღალატეს, ქალბატონი სალომე სამადაშვილი პირადად დადიოდა ბრიუსელში და სთხოვდა, რომ არ მივცეთ კანდიდატის სტატუსი

“ყველა სამკურნალოა, სასწაულია… წამალი დალიე, დამშვიდდები, საცოდავი ხარ, მანიაკების მხარდამჭერი… შენ ჩაგაბარებ ანგარიშს კიდევ..” – ღარიბაშვილის რეპლიკები ოპოზიციას

„დაგატოვებინებთ დარბაზს“ – პრემიერის მოსმენა ხმაურის ფონზე დაიწყო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები