LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბულგარეთიდან ჯაშუშობისთვის რუსეთის საელჩოს 70 თანამშრომელი გააძევეს

86
რუსი დიპლომატები

უკრაინული მედიის ცნობით, ბულგარეთმა რუსეთის საელჩოს 70 თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა. საელჩოს გაძევებული თანამშრომლები ოჯახებთან ერთად, რუსეთში 2 თვითმფრინავით წაიყვანეს.

ამავე ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ორმა სამთავრობო თვითმფრინავმა, ბულგარეთიდან გაძევებული 70 თანამშრომელი და მათი ოჯახების წევრები ქვეყნიდან უკვე გაიყვანა.

გავრცელებული ინფორმაციით, დიპლომატების გარდა, ქვეყნიდან გაძევებულია საელჩოს ტექნიკური პერსონალიც – მზარეულები, მძღოლები და ა.შ.

ცნობისთვის, 28 ივნისს, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა, ჯაშუშური საქმიანობის მოტივით, 70 რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ამას რუსეთის მხრიდან ულტიმატუმი და მუქარა მოჰყვა, რომ თუ ოფიციალური სოფია გადაწყვეტილებას არ შეცვლიდა, კრემლი ბულგარეთის საელჩოს რუსეთში დახურავდა.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები