კიევის თავშესაფარში დაბადებული ორი დღის გიორგი სურმანიძე, უკვე დაკრძალეს. მისი ოჯახს ძალიან ტრაგიკული ისტორია აქვს.
გიორგის შესახებ „ფორტუნას“ სალომე სამუშიამ უამბო, რომელიც თავად აფხაზეთიდანაა დევნილი.
ქართველ მამაკაცს კიევში 2 დღის შვილი დაეღუპა – მეორედ დევნილად ქცეული ოჯახის ტრაგედია
სალომე ცდილობს, უკრაინელ დევნილებს დაეხმაროს. რამდენიმე მათგანი მისმა ოჯახმა შეიფარა.
ისტორია, კი რომელიც უკრაინაში ქართველ გიორგი სურმანიძეს გადახდა, ძნელია, ემოციების გარეშე მოისმინო.
„არჩილი და ოლია მესამე შვილს ელოდებოდნენ. 33 კვირის იყო ოლია, როცა ომი დაიწყო უკრაინაში…
ოლიამ ძალიან დიდი სტრესი მიიღო და ნაადრევი მშობიარობის რისკის ასაცილებლად, სამშობიაროში გადაიყვანეს. ქმარი და ორი მცირეწლოვანი შვილიც მასთან ერთად იყვნენ.
პირველ მარტს დაიწყო საავადმყოფოს დარბევა, ეს ის საავადმყოფო იყო, სადაც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვები იწვნენ.
სამშობიარო რომ დაიბომბა, პაციენტები ბუნკერში ჩაიყვანეს. გოგოს ჰქონდა ნერვული ფონი, ომის დაწყების გამო დაეწყო მშობიარობა. კლინიკაში კი ყველაფერი განადგურებული იყო.
ბავშვი სუნთქვის უკმარისობით დაიბადა, დედამისს მაღალი წნევები ჰქონდა და ფილტვები ბოლომდე არ გაეხსნა.
ამან გამოიწვია ბავშვის გარდაცვალება, დედას თრომბი განუვითარდა, რომ გაიგო, რომ შვილი გარდაეცვალა.
გიორგი სურმანიძემ სულ ორი დღე იცოცხლა. კიევში დაკრძალეს.
მერე კიევში გაუსაძლისი იყო ცხოვრება და ლვოვში ჩავიდნენ. ლვოვში საავადმყოფოში იწვა და გუშინ საავადმყოფოდან წამოიყვანეს, ვისაც საზღვარზე გადასვლა არ შეუძლია და რთული მდგომარეობა აქვს, ლვოვში აფარებს თავს.
გიორგის მამა, არჩილი აფხაზეთიდან ლტოლვილია, რომელიც უკრაინაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც კვლავ მოუწიათ ლტოლვილობა. დონეცკის ოლქი რომ აიღეს 2014 წელს, კიევში გადავიდნენ საცხოვრებლად და კიევიდან ახლა კვლავ მოუწიათ დევნილობა.
ოჯახი საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს და ამისთვის კეთდება თანხების მობილიზება.
გვინდა, ვარშავამდე ჩავიყვანოთ, ვიმედოვნებთ, რომ ვარშავაში სამედიცინო კუთხით გაუმჯობესდება მდგომარეობა, ისე რომ შევძლებთ მის საქართველოში ჩამოყვანას და საქართველოში შეძლებენ ცხოვრებას.
გუშინ დამიკავშირდა ჩვენი საკონსულო უკრაინაში, საქართველოს ელჩის თანაშემწე და დაგვპირდა, რომ ტრანსპორტირებაში ლვოვიდან უახლოეს კლინიკამდე შეძლებდნენ. ჩვენ ვაგროვებთ თანხას და არჩილი და ოლია ორ შვილთან ერთად გვინდა, საქართველოში ჩამოვიყვანოთ“. – უამბო სალომე სამუშიამ „ფორტუნას“.
დახმარების მსურველებს, დონაციის რამდენიმე შესაძლებლობა აქვთ:
დანიშნულება #არჩილსურმანიძისოჯახს
თბს ბანკი – მიმღები სალომე სამუშია #GE85TB7643945063300001
საქართველოს ბანკი – მიმღები სალომე სამუშია #GE48BG0000000927240600
ლიბერთი ბანკი: მიმღები სალომე სამუშია #GE38LB0711133300927000
პლუს ქულები : 62009003366
ფეიფალი : [email protected]
საერთაშორისო გზავნილები Salome Samushia