BYD-ს ასი ათასობით ავტომობილს შეკეთება სჭირდება. ეს ავტომობილები შესაძლოა ნებისმიერ წამს აფეთქდეს. ჩინური ავტო გიგანტი, რომელიც სამშობლოში ელექტროქარების გაყიდვის მაჩვენებლით აბსოლუტური ლიდერია, მასშტაბურ უკან გამოწვევის კამპანიას აანონსებს.
სერვის აქციაში ხვდება BYD Dolphin და Yuan Plus, მოდელები რომელიც 2022 წლის დეკემბრიდან 2023 წლამდე პერიოდშია გამოშვებული. დასაწყისისთვის საუბარი მხოლოდ იმ ელექტრომობილებზეა, რომლებიც ჩინეთშია გაყიდული, თუმცა რეალურად ორივე მოდელი საზღვრებს გარეთაც აქტიურად გადის.
ავტომობილებს საშიში დეფექტი აღმოუჩინეს, მოძრაობის დროს მოკლე ჩართვის გამო შესაძლოა ძრავა გადახურდეს და აალდეს.
სავალალო შედეგების თავიდან ასაცილებლად, რისკ ჯგუფში მყოფ ყველა ავტომობილს უფასოდ შეაკეთებენ.