LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Cadillac-ის ახალმა ავტომობილებმა ერთმანეთთან ურთიერთობა ისწავლეს (ვიდეო)

24

Cadillac-ის 2017 წლის CTS სედანის ტიპის მოდელები, აღჭურვილი იქნება სპეციალური სისტემით, რომლის მეშვეობითაც ავტომობილებს ერთმანეთთან ურთიერთობა შეეძლება. ამ ტექნოლოგიის მეშვეობით, ავტომობილს შეუძლია წინასწარ განსაზღვროს საგზაო უბედური შემთხვევის ალბათობა და გააფრთხილოს როგორც საჭესთან მჯდომი ადამიანი, ასევე გზაზე არსებული სხვა ავტომობილის მძღოლიც.

ეს ელექტრონული სისტემა გამუდმებით აკონტროლებს სიჩქარის ალგორითმსა და მართვის დინამიკას. ასევე არეგულირებს მოძრაობას სპეციალური უსაფრთხოების სისტემით – ESP. მიუხედავად დამატებითი დაცვისა, ნებისმიერი სახის საშიშროების შემთხვევაში, ავტომობილი გადასცემს გაფართხილებელ შეტყობინებას ახლომდებარე მანძილზე მოძრავ სხვა ავტომანქანებს. აღსანიშნავია, რომ სიგნალის გადაცემის სიხშირე არც ისე მცირეა და იგი 5.9 გიგაჰერცს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ ავტომობილებს ინფორმაციის მიღება შეუძლია მხოლოდ 300 მეტრის არეალში. Cadillac CTS-ის მოდელებს შეუძლია 1000-მდე ასეთი სიგნალის მიღება და გაშვება რამდენიმე წამში.

შეგახსნებეთ, Cadillac-ის სედანების ევროპული ვარიანტები წარმოადგენილია ორ ტიპად: ერთი აღჭურვილია 240 სიმძლავრის მქონე ორი ლიტრის ტევადობის მქონე ძრავით ხოლო მეორე 341 სიმძლავრის მქონე 6 ცილინდრიანი გამწევით.

გთავაზობთ ვიდეოს:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები