LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცალმხრივი ხედვა: პისტორიუსის ოჯახი ჩემპიონზე შექმნილ ფილმს აპროტესტებს

84

პისტორიუსის ოჯახი ჩემპიონზე შექმნილი ფილმის ავტორებს სასამართლოში უჩივლებს.
შეგახსენებთ, რომ მძლეოსანი ოსკარ პისტორიუსმა, რომელიც პარაოლიმპიური თამაშების მრავალგზის ჩემპიონი იყო, 2013 წელს თავისი საცოლე მოკლა და სასამართლომ მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ცოტა ხნის წინ კი კინოეკრანებზე სპორტსმენის ცხოვრების ამსხაველი ფილმი გამოვიდა და ოჯახის წევრების უარყოფითი ემოციები დაიმსახურა. ოსკარის ძმის განცხადებით, ეკრანიზაციაში ბევრი ფაქტია დამახინჯებული და ათლეტის ოჯახის წევრების პოზიცია თუ რეალური დამოკიდებულებები საერთოდ არ ჩანს.
ფილმი მთლიანად ბრალდების პოზიციაზეა აგებული, რაც სრულიად დაუშვებელია. სწორედ ამიტომ, პისტორიუსის ოჯახი სამართლიანობის აღდგენას სასამართლოს გზით შეეცდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები