გალში, სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიას, რა დროსაც ხანძარს ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, ჟურნალისტი თათია ზუხბაია სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ტრაგედიას ჟურნალისტი ემოციური სტატუსს უძღვნის და წერს, რომ ეს სოფელი დანარჩენი სხვა სოფლების და ქალაქების მსგავსად, ბოლო რამდენიმე თვეა, აფხაზეთის ოკუპაციასთან ერთად უშუქობასაც ებრძვის:
ოკუპირებულ გალში ხანძარს ხუთი ბავშვი ემსხვერპლა
არსებული ინფორმაციით, ბავშვები სახლში ბებიასთან ერთად იყვნენ.
„ბებიამ შვილიშვილების გასათბობად ღუმელი უნდა დაანთოს…
ეს ამბავი იმ სოფელში ხდება, სადაც ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი, ენგურის ჰიდროელექტროსადგური დგას. მიუხედავად ამისა, ეს სოფელი დანარჩენი სხვა სოფლების და ქალაქების მსგავსად, ბოლო რამდენიმე თვეა, უშუქობას ებრძვის, თავის მხრივ აფხაზეთი ოკუპაციას. გამთენიისას ოკუპირებულ აფხაზეთში , სიკვდილის ჩიტებმა , ერთი ოჯახის ხუთი წევრი… ხუთი მძინარე ბავშვი გასტაცეს ბებიას.
ეს სიკვდილის ჩიტები ყველგან დაფრინავენ, მათთვის არც მავთულხლართებია ბარიერი, არც უშუქობა, არც ტანკები.
არც ბავშვები არც მოხუცები..
არც სიმდიდრე არც სიღარიბე.
არც ახალი წელი..
ცაში ერთბაშად ხუთი დაფერფლილი ბავშვის, ხუთი მძინარე დედმამაშვილის პატარა სხეულებიდან, სულები რომ აიჭრნენ.
მაშინ თავად სიკვდილი როგორ არ მოკვდა?!“ – წერს თათია ზუხბაია.
შეგახსენებთ, ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძარს ხუთი ბავშვი ემსხვერპლა.
ბებიამ შვილიშვილების გასათბობად ღუმელი უნდა დაანთოს… ეს ამბავი იმ სოფელში ხდება, სადაც ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი,…
Posted by Tatia Zukhbaia on კვირა, 05 იანვარი, 2025