LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

CASPIAN AGRO 2024-ზე რვა ქართულმა კომპანიამ საკუთარი პროდუქცია წარადგინა

122
CASPIAN AGRO

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ქ. ბაქოში, სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე „CASPIAN AGRO 2024“ რვა ქართულმა კომპანიამ დამთვალიერებელს საკუთარი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გააცნო.

საქართველოს სტენდზე წარმოდგენილი იყო ქართული კაკალი, საკონსერვო ნაწარმი, ნატურალური წვენები, საკონდიტრო ნაწარმი, ჩირი, ორგანული წვენები და სხვა.

„CASPIAN AGRO“-ს სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პატარაძე  ესწრებოდნენ.

გამოფენაში წელს 25 ქვეყანა და სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედი 500-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია მონაწილეობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g