Puff Daddy-ის სკანდალურ საქმეზე მოწმეების მოსმენა დაიწყო. ერთ-ერთი პირველი სასამართლომ მუსიკოსის ყოფილი შეყვარებული, კესი ვენტურა დაკითხა. ვენტურას ჩვენება იმდენად შოკისმომგვრელი იყო, რომ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებიც კი გადაფარა. ვენტურას ინფორმაციით, მან რეპერი მაშინ გაიცნო, როცა ჯერ კიდევ 19 წლის იყო. თავიდან ყველაფერი გადასარევად იყო, თუმცა, მალევე შონ კომბსმა მასზე კონტროლი დაიწყო. ვენტურა ჰყვება, რომ Puff Daddy სახლში იარაღსაც იყენებდა, რომ მისი ყველას შეშინებოდა.
ვენტურას ჩვენების გამაოგნებელი ეპიზოდი გახლდათ ფაქტი, როცა ის იხსენებს, როგორ აიძულებდა Puff Daddy მას სექსუალური კავშირი დაემყარებინა სხვა მამაკაცებთან. 19 წლის გოგონას ნარკოტიკული საშუალებებით აბრუებდნენ და ხანდახან Puff Daddy-ის წვეულებები ოთხ დღესაც გრძელდებოდა.
პირველად კესი ვენტურამ მუსიკოსი ძალადობაში 2023 წელს ამხილა. ვენტურა ჰყვება, რომ 10 წლის განმავლობაში კომბსი მას ხშირად სცემდა, აიძულებდა სექსუალურ ურთიერთობას და ნარკოტიკის მიღებას აიძულებდა. მოგვიანებით გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ უსწორდება ფიზიკურად Puff Daddy ვენტურას სასტუმროს ნომერში.
Diddy-ის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღეს – ნახეთ პირველი „ტრეილერი“
Diddy ჯეიმი ფოქსის ლიკვიდაციას ცდილობდა – ცნობილია მიზეზი
