LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცესკოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ არჩევნების მეორე ტური შედგა

50
გიორგი კალანდარიშვილი

ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი აცხადებს, რომ არჩევნების მეორე ტური შედგა. გამართულ ბრიფინგზე კალანდარიშვილმა საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მედიას და საარჩევნო სუბიექტებს, რომლებიც აქტიურად აკვირდებოდნენ კენჭისყრის დღეს, მადლობა გადაუხადა.

მისი განმარტებით, პანდემიის პირობებში, კენჭისყრაში 1 025 406-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა.

კალანდარიშვილის შეფასებით საარჩევნო პროცესი კონკურენტული იყო, იყო ხარვეზებიც, თუმცა, საერთო ჯამში, საუბნო – საარჩევნო კომისიებში მისულ ამომრჩეველს ​კოვიდუსაფრთხო გარემო და პროფესიულ დონეზე ორგანიზებული საარჩევნო გარემო დახვდათ.

არჩევნების მეორე ტურზე 150-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა დაფიქსირდა: “საერთაშორისო გამჭვირვალობა”

„მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტური დასრულებულია. პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ამომრჩეველს, რომელმაც იაქტიურა და არჩევნების მეორე ტურზე მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინა. პანდემიის პირობებში, კენჭისყრაში 1 025 406-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. მადლობას ვუხდი თითოეულ საარჩევო ადმინისტრატორს, რომელთაც არ დაიშურეს ძალისხმევა და 24 საათიან რეჟიმში მუშაობდნენ და აგრძელებდნენ საქმიანობას, იმისთვის, რომ მთლიანად საარჩევნო პროცესები წარიმართოს თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში. საარჩევნო პროცესი საკმაოდ კონკურენტული იყო, მიუხედავად ამისა, იყო ხარვეზებიც, თუმცა, საერთო ჯამში არამხოლოდ ჩვენი შეფასებით, საუბნო – საარჩევნო კომისიებში მისულ ამომრჩეველს დახვდა კოვიდუსაფრთხო და პროფესიულ დონეზე ორგანიზებული საარჩევნო გარემო. ხოლო ცალკეულ შემთხვევებში მცირე ხნით შეფერხდა კენჭისყრის პროცესი რამდენიმე უბანზე კონკრეტული ინციდენტების გამო, რასაც მთლიან კენჭისყრის პროცესზე გავლენა არ ჰქონია.

არჩევნების მეორე ტური შედგა და მინდა მადლობა გადავუდახო საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს – სადამკვირებლო ორგანიზაციებს, მედიას და საარჩევნო სუბიექტებს, რომლებიც აქტიურად აკვირდებოდნენ კენჭისყრის დღეს,“- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები