LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭამე არსენ: გულშემატკივარი მატჩის დროს ვენგერს ნამცხვრით გაუმასპინძლდა

35

”ნოტინგემ ფორესტის” ფანი მოედანზე შევარდა და შეეცადა არსენ ვენგერი ნამცხვარზე დაეპატიჟებინა.
სტიუარდების გამო ”არსენალის” მწვრთნელი მშიერი დარჩა.

ინციდენტი ინგლისის ლიგის თასის მესამე რაუნდის მატჩში მოხდა ”ნოტინგემსა” და ”არსენალს” შორის. გულშემატკივარი ტექნიკურ ზონაში ”მეთოფეების” გოლის შემდეგ შევარდა და შეეცადა ვენგერისთვის ნამცხვარი გადაეწოდებინა. ქომაგს გზა სტიუარდებმა გადაუღობეს.

ნამცხვარი შეუჭმელი დარჩა.
 

Cs36VV_W8AEC8hd

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები