LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩამოაწიკწიკა, რაც კი ჩვენ აქამდე ერთად ან ცალ-ცალკე გვითქვამს, ხელისუფლება “ფარდა ახდილი” დატოვა, დღეს ჩვენი თანამზრახველი იყო – თინა ხიდაშელი სალომე ზურაბიშვილზე

314
tinasalome

პრეზიდენტი სინამდვილეში დღეს ყველა გულწრფელად ევროპული ძალების სრულფასოვან მოკავშირედ იქცა – ასე აფასებს თინა ხიდაშელი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ ბრიფინგს და მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

როგორც ხიდაშელი წერს, პრეზიდენტი ხალხის თანამზრახველია.

თუკი საკუთარ ეგოზე მაღლა დავდგებით, პირად სიყვარულ-სიძულვილს ცოტა ხანი გვერდზე გადავდებთ უცებ დავინახავთ რომ პრეზიდენტი სინამდვილეში დღეს ყველა გულწრფელად ევროპული ძალების სრულფასოვან მოკავშირედ იქცა.

ყველაფერზე პასუხი გასცა, დაადასტურა და ჩამოაწიკწიკა რაც კი ჩვენ აქამდე ერთად ან ცალ-ცალკე გვითქვამს და რასაც გაავებული ხელის ქნევით სისულელეს და გამოგონილს ეძახის ხელისუფლება. ყველა შეცდომა, დანაშაულებრივი ქმედება და უმოქმედობა, ხელისუფლება “ფარდა ახდილი” დატოვა.
კიდევ ერთხელ, შესაძლოა, მოგვწონს ან არ მოგვწონს, მაგრამ ქვეყნის პრეზიდენტია და დღეს ჩვენი თანამზრახველი იყო.

თანამზრახველი კი ის არის მაინცდამაინც ყოველთვის ბოლომდე ყველაფერში რომ არ ეთანხმები და არ გეთანხმება მაგრამ ერთი გენერალური ხაზი გაქვთ და ერთი მიზნისკენ მიდიხართ, თორემ აბა ისე შენიანი იქნებოდა.
მოკლედ მგონია რომ დღეს უნდა მივიღოთ სწორედ ასეთად.

PS მეც უფრო ბედნიერი ვიქნებოდი ყველა ამ სიტყვისთვის ბოლოში გვირგვინად გვარამიას შეწყალებისთვის რომ მოეწერა ხელი, მაგრამ მაშინ ჩვენიანი იქნებოდა.

PPS ძირითად პრეტენზიად რაც ვნახე 20 ივნისის მუხტი დააგდოო და სალომე ზურაბიშვილმა როგორ უ და დააგდოს ხალხო 20 ივნისის მუხტი მისი მოწოდების გამგონე 20 ივნისის ძალიან მაღალი ალბათობით 20 ივნისს ისედაც არ მოვიდოდა აქციაზე. ვფიქრობ რომ ეს ამ დღის ფენომენის ანაბანაა”, – წერს ხიდაშელი.

ამ დანაშაულზე პასუხი კონსპირაციული თეორიებით, ანტიევროპული განცხადებებით, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი დაუდევრობის გადაფარვის მცდელობაა, მმართველ პარტიაზე ვლაპარაკობ: პრეზიდენტი

მეორე ფრონტის გახსნის საშიშროება არ არსებობს, არის მოგონილი და ტყუილი: სალომე ზურაბიშვილი

16 ივნისს შევიკრიბოთ ევროპის მოედანზე, ოღონდ ყველა და დავანახოთ ევროპას ჩვენი თავი, ჩვენი ერთობა და ჩვენი ნება: პრეზიდენტი

თუ არ მოგვცეს სტატუსი ფარდას ავხდიო, არ ვიცი რა ფარდას ავხდით, მაგრამ ფარდა ჩვენზე რომ ნელ-ნელა ახდილია ეს უნდა გვადარდებდეს: პრეზიდენტი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები