პარტია “კანონი და სამართლის” ლიდერი თაკო ჩარკვიანი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. როგორც ჩარკვიანი აღნიშნავს, ზელენსკიმ ისტორია დაწერა.
“რას არ უწოდებდნენ ზელენსკის, უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდნენ უვიცნი და გარეწარნი ამა სოფლისა, მან კი ქვეყანა დაიცვა ღირსეულად ხალხთან ერთად, მსოფლიო ისტორია დაწერა, ბეჭებზე დადო მთელ მსოფლიოში ტერორისტად ქცეული ოკუპანტი, რაც მთავარია დაამსხვრია რუსეთის იმპერიის უძლეველობის მითი, დაბერდა ჩვენს თვალწინ და თვალებში სევდა, სიმტკიცე -ნებისყოფა კიდევ უფრო გამოჩნდა, იტვირთა და ზიდა კიდეც ქვეყნის ღირსებისთვის სახელმწიფოებრიობისთვის ბრძოლა და ეს მხოლოდ ხალხთან ერთად მოხდა, იმ ხალხთან ერთად თავად რომ იტვირთეს სამშობლო!” – წერს თაკო ჩარკვიანი.
ზელენსკი – ჩემი პრინციპი ასეთია: არ დაველაპარაკები მათ, ვინც ულტიმატუმებს მიყენებს