გაერთიანებული სამეფოს ახალ მეფეს, ჩარლზ მესამეს გვირგვინი დაადგეს. ცერემონია უესტმინსტერის სააბატოში დაიწყო და მას არქიეპისკოპოსი კენტერბერიელი ატარებდა.
მეფემ საკორონაციო ფიცი დადო. ჩარლზ III-ეს გვირგვინი, დიდი სახელმწიფო ხმალი, ორი სამეფო კვერთხი, წმინდა ედუარდის კვერთხი, საკორონაციო ბეჭედი, ასევე ჯვრიანი სკიპტრა და მტრედიანი სკიპტრა გადასცეს.
კორონაციის შემდეგ ჩარლზ III სამეფო ტახტზე ავიდა და მღვდელთმსახურებისგან, პერებისგან (მაღალი არისტოკრატია) და საკუთარი ოჯახის წევრებისგან ერთგულების ფიცი მიიღო.
ახალი მეფის კორონაცია გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით საზეიმო ზალპებით აღნიშნეს.