LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩატარდა საკეისრო კვეთა, 36 კვირის ორსული იყო, ” – ლევან რატიანი კორონავირუსით ინფიცირებულ ქალზე, რომელიც საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაიცვალა

210
f30389c72447aeedbf5850b73b90f952-XL

დღეს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში საკეისრო კვეთის შემდეგ კორონავირუსით ინფიცირებული ქალი გარდაიცვალა.

როგორც კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა, ქალს პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა დახმარება გაეწია, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

პაციენტს ფილტვების დაზიანება აღენიშნებოდა.

„ერთი თვის წინ, მძიმე COVID-19-ით შემოვიდა ქალბატონი. 36 კვირის ორსული იყო. სასიცოცხლო ჩვენებით, ჩატარდა საკეისრო კვეთა. ახალშობილიც და დედაც მოთავსდნენ რეანიმაციაში. დედასთან იყო კოვიდპნევმონია. მკურნალობა პროტოკოლით მიმდინარეობდა, მაგრამ, სამწუხაროდ, გარდაიცვალა“, – ამბობს ლევან რატიანი.

რაც შეეხება ბავშვს, ჩვილის მდგომარეობა სტაბილურია, ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, საკეისრო კვეთის შემდეგ კოვიდინფიცირებული ქალი გარდაიცვალა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g