LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩატარდეს სინოდის სხდომა ღია ეთერში” – მეუფე პეტრე

190
პეტრე

მეუფე პეტრე კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ აქვს ინიციატივა, სინოდის შემდეგი სხდომა ღია ეთერში ჩატარდეს. მისი მტკიცებით, მანამ არ შეწყდება ეკლესიის დისკრედიტაცია, სანამ სხდომა ღიად არ ჩატარდება. როგორც მეუფე პეტრე “მთავარ არხთან” საუბარში აცხადებს, სხდომის ღიად ჩატარების მიზეზი ისაა, რომ სინოდის წევრებისგან ცრუ და ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს ისმენს

“არის პრეცედენტი, კრეტის კრება ჩატარდა ღია ეთერში, ე.წ. ლაივში გადიოდა მთელი კრება რამდენიმე დღის განმავლობაში”, — განაცხადა მეუფე პეტრემ. 

შეგახსენებთ, 31 ოქტომბერს სინოდის სხდომის გადაწყვეტილებით, მეუფე პეტრემ სკანდალური განცხადებები გააკეთა, მანამდე კი ის სინოდმა ჭყყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტობიდან გადააყენა.

ის შიომღვიმის მონასტერში განამწესეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g