LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩე კვარა: ხვიჩას კომანდანტე უწოდეს და მისი ჭიქების გამოშვება დაიწყეს

100
Screenshot 2022-09-18 124945

უცნობი პატარა ქართველი ბიჭი უმოკლეს დროში გახდა ცნობილიც და ახალი კერპიც. ხვიჩა კვარაცხელიამ უკვე დაიპყრო მრავლისმნახველი და მომთხოვნი ნეაპოლელების გულები.

ხვიჩა ნეაპოლში იმდენად პოპულარულია, რომ სწორედ მისი მაისურები იყიდება ყველაზე კარგად. მოვა დრო და უამრავი რამ გაიყიდება კვარცხელაის გამოსახულებით. ამ მიმართულებას კი საფუძველი უკვე ჩაეყარა.

ilmattino.it-ის ამ ბმულზე ნახავთ, რომ უკვე დაუწყიათ ხვიჩას ჭიქების გამოშვება, ხოლო ქართველი ფეხბურთელი ერნესტო ჩე გევარას შეადარეს და „ჩე კვარა კომანდანტე“ შეარქვეს.

ჭიქაზე დაბლა წარწერაა Hasta El gol siempre – მიზნამდე (გოლამდე) ყოველთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები