LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩეხური Skoda გერმანიაში საუკეთესო უცხოურ ბრენდად დაასახელეს

38

ჩეხურმა მარკა Skoda-მ პრემია Auto Trophy-ის ფარგლებში, რომელიც პოპულარულმა გერმანულმა გამოცემა Auto Zeitung-მა ჩაატარა, ორი ჯილდო მოიპოვა.

ხმის მიცემის შედეგების მიხედვით, რომელიც ჟურნალისა და პორტალ Auto Zeitung-ის მკითხველებს შორის ჩატარდა, Skoda გერმანიაში საუკეთესო უცხოური ბრენდი გახდა, მარკის ბესთსელერი Octavia კი გერმანელებმა უცხოური წარმოების საუკეთესო კომპაქტურ ავტომობილად დაასახელეს.

Skoda-ს ჟურნალისა და ონლაინ პორტალის მკითხველებს შორის შესანიშნავი რეპუტაცია აქვს. წელს პრემია Auto Trophy-ის ფარგლებში ჩეხური მწარმოებელი საუკეთესო უცხოურ ბრენდად პრემიის არსებობის განმავლობაში მეშვიდედ დაასახელეს. Skoda-მ ხმათა 18,1% დააგროვა. მოდელი Octavia 17,9%-ით კი ასევე პრემიის მრავალგზის ლაურეატია” – წერია Skoda-ს პრეს სამსახურის მიერ გავცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, სულ მალე გაყიდვაში Octavia-ს განახლებული ვერსია გამოჩნდება. ევროპაში შეკვეთების მიღება სულ მალე დაიწყება, დილერებთან პირველი ავტომობილები 2017 წლის დასაწყისში მივა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები