LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი ბიჭი უდანაშაულოა, მისი გაჩუმება უნდათ“ – ბექა ვარდოსანიძის მამა 

346
Untitled design - 2024-01-31T152655.507

ბექა ვარდოსანიძის მამა მისი შვილის ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს.

„ტვ პირველთან“ ის ამბობს, რომ მისი შვილი უდანაშაულო და პატიოსანია.

„არაფერში არ არის დამნაშავე, ამაში ვარ დარწმუნებული. ჩემი ბიჭი არის პატრიოტი ბიჭი… არაფერი ვიცი… არაფერი შეტყობინებები არ ყოფილა, უნდათ, რომ გააჩუმონ. ბექა არის პატიოსანი ბიჭი, სამშობლოს მოყვარული ბიჭი, დანარჩენს გამოძიება გვაჩვენებს, – ამბობს ვარდოსანიძის მამა.

შეგახსენებთ, რომ დილით ბექა ვარდოსანიძის სახლში სპეცოპერაცია ჩატარდა.

გამოძიება რადიკალური დაჯგუფების წევრის ტერორიზმთან კავშირებს ეძებდა. გამომძიებლებმა სახლიდან მობილური ტელეფონები, კომპიუტერები და ელექტრონული ტექნიკა ამოიღეს.

ზურა მახარაძე: „ბექა ვარდოსანიძეს „მეილი ჩაუდეს“ და ახლა სუს-ში ზის.. ეს პოლიტიკური ანგარიშსწორებაა“

ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინებების გაგზავნის გამო, კონტრტერორისტულმა ცენტრმა ბექა ვარდოსანიძის ბინის და ავტოფარეხის ჩხრეკა ჩაატარა – სუსი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g