მერაბ დვალიშვილმა UFC 316-ის წინ ინტერვიუში სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა. ინტერვიუს adjarabetarena აქვეყნებს.
ცხოვრება ჩემპიონობის შემდეგ
„ჩემი ცხოვრება დიდად არ შეცვლილა. ისევ იგივე სახლში ვცხოვრობ, იგივე მეგობრები მყავს. ვფიქრობ, თუ შევიცვალე, მხოლოდ კარგი მხრივ. უფრო თავმდაბალი გავხდი, ახლა უფრო მეტი შესაძლებლობა მაქვს ხალხს დავეხმარო და ახალ თაობას მოტივაცია მივცე კარგი რჩევის მიცემით და ვაჩვენო მათ კარგი მაგალითი.
მადლიერი და დალოცვილი ვარ, ადრე არასდროს მიოცნებია ჩემპიონობაზე იქიდან გამომდინარე, საიდან მოვდივარ. ახლა კი ეს პატივისცემა და ოქროს ქამარი მაქვს, მაგრამ როგორც ვთქვი, უფრო თავმდაბალი და მადლიერი ვარ ცხოვრების“, – განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.
ო’მალისთან რემატჩი
„ო’მალისთან რემატჩი არ გამიკვირდა, რადგან ამ მომენტში ის აშკარა კონტენდერია. კორი სენდჰეგენმა ახლახანს მოიგო, იანმაც, მაგრამ ის უკვე დავამარცხე. UFC-მ მიიღო ეს გადაწყვეტილება და ვფიქრობ, შონი ფორმაშია და ძალიან რთული ბრძოლა იქნება. მე მას დიდ პატივს ვცემ და მზად ვარ, ჩემი საქმე გავაკეთო“, – განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.
UFC საქართველოში
„დიახ, ჩვენ ვმუშაობთ UFC-ის ჩატარებაზე საქართველოში და ვნახოთ, რა იქნება. საქართველოს ორი ჩემპიონი ჰყავს და დიდი მებრძოლები, როგორებიც დოლიძე, ჭიკაძე და თოფურია (ალექსანდრე) არიან, ასევე კარგი ახალგაზრდა ბიჭები მოდიან და ვნახოთ.
ბევრი ადამიანია დაინტერესებული და ვარჯიშობს MMA-ს საქართველოში, ჩვენ მებრძოლების კარგი თაობა გვყავს. ჩვენი კარგი ჭიდაობა გვაქვს, მაგრამ ჭიდაობიდან MMA-ში გადასვლას დრო სჭირდება, მაგრამ მალე ნახავთ ქართველ ახალგაზრდა მებრძოლებს UFC-ში“.
მერაბ დვალიშვილისა და შონ ო’მალის საჩემპიონო რემატჩი 8 ივნისს, UFC 316-ზე შედგება. მეინ ქარდი 06:00 საათზე დაიწყება.
