LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები იმალებიან, მე ახლა ორ ნაწილად ვიხლიჩები“ – წარმოშობით უკრაინელი მილა იოვოვიჩის ემოციური პოსტი

293
Untitledrtrtr

წარმოშობით უკრაინელმა მსახიობმა, მილა იოვოვიჩმა უკრაინის მხარდასაჭერად ინსტაგრამზე ემოციური პოსტი გაავრცელა.

„შეძრწუნებული ვარ მომხდარით. ვცდილობ, გავიაზრო, თუ რა ხდება დღეს ჩემს სამშობლოში, უკრაინაში. ჩემს ქვეყანას და ხალხს დღეს ბომბავენ, ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები იმალებიან. ჩემი სისხლი და ჩემი ფესვები მოდის როგორც რუსეთიდან, ასევე უკრაინიდან. მე ახლა ორ ნაწილად ვიხლიჩები. თვალს ვადევნებ საშინელებას, ქვეყნის ნგრევას, ოჯახების დევნილობას, მათი მთელი ცხოვრებაც განადგურებულია“, – წერს მსახიობი.

ვიდეო: მადონა პუტინს ღიად უპირისპირდება და მას ჰიტლერს ადარებს – პოპის დედოფალი რუსეთ-უკრაინის ომს კლიპს უძღვნის

ფოტო: „თუკი უკრაინას მარტო დავტოვებთ ამ ბრძოლაში, ჩვენ ამერიკულ სულს დავკარგავთ“ – შონ პენი ცხელი ზონიდან განცხადებას ავრცელებს

 

View this post on Instagram

 

A post shared by Milla Jovovich (@millajovovich)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები