LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი სახელით ყალბი სტატუსი ვრცელდება, რომელსაც თან ერთვის დღეს საპატრიარქოში გადაღებული ფოტო” – ვახო სანაია

203
BeFunky-collage - 2023-03-23T221037.922

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში აცხადებს, რომ მისი სახელით ყალბი სტატუსი ვრცელდება, რომელსაც თან ერთვის საპატრიარქოში გადაღებული ფოტო, სადაც ხვიჩა კვარაცხელია ოჯახთან და საცოლესთან ერთადაა.

სანაია აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც ხვიჩა კვარაცხელიამ ძალიან კარგი და სწორი სტატუსი დაწერა რუსულ კანონთან დაკავშირებით აქციების დღეებში და თქვა, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია, მან ეს სტატუსი ეთერში წაიკითხა, ისევე, როგორც ბევრი სპორტსმენის პოსტები.

ჟურნალისტის თქმით, იმ სტატუსს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოსთვის.

„ეთერში ვიყავი და აქამდე ვერ დავწერე.

გთხოვთ, გააზიაროთ.

ჩემი სახელით ყალბი სტატუსი ვრცელდება, რომელსაც თან ერთვის დღეს საპატრიარქოში გადაღებული ფოტო.
ახლა რა ხდება.

მას შემდეგ, რაც ხვიჩა კვარაცხელიამ ძალიან კარგი და სწორი სტატუსი დაწერა რუსულ კანონთან დაკავშირებით აქციების დღეებში და თქვა, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია, მე ეს სტატუსი ეთერში წავიკითხე, ისევე, როგორც ბევრი სპორტსმენის პოსტები. იმ სტატუსს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოსთვის.

ცხადია, გამიხარდა და საჯაროდ, პირდაპირ ეთერში მოვიწონე სტატუსი.

იმ ეთერის შემდეგ ტროლ-ბოტობა და მასთან გათანაბრებული პირები ამ მიმართულებით დადუმდნენ.
ახლა შექმნეს ეს ფეიკი და ფეისბუქზე დაათრევენ აღმა-დაღმა.

კომენტარებში დავდებ სქრინების ნაწილს, ვისაც ავრცელებინებენ ამ ყალბ სტატუსს. სინამდვილეში საკითხი გაცილებით ღრმაა – ამ ტყუილის გამავრცელებლებს შორის ნახავთ ხალხს, რომელიც ებრძვის სტუდენტებს;

ებრძვის ევროკავშირს; ებრძვის ქალს, რომელმაც ევროკავშირის დროშა არ გააგდო ხელიდან;

გამავრცელებლებს შორის ნახავთ მათ, ვინც წვავს ევროკავშირის დროშას და უნდა რუსეთი. ანუ ნახავთ ქართულ ოცნებას. ერთიანი კონტექსტია. სქრინებს კომენტარებში ავტვირთავ.

ეს ფეიკი ნაწილია იმ კამპანიის, რომელიც გაჩაღებული აქვთ ყველას წინააღმდეგ, ვინც მოღალატე რუსულ ოცნებას თავზე გადაახია რუსული კანონი. ყველაფერზე წამსვლელი არიან, მაგრამ ფეხები ვერავის მოსჭამონ. უბრალოდ, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რა გახრწნილია ხელისუფლება”, – წერს ვახო სანაია.

ცნობისთვის, დღეს ხვიჩა კვარაცხელია და მისი რჩეული, ნიცა თავაძე პატრიარქმა დალოცა. 

წყვილი უკვე დაინიშნა და მალე ქორწილს გეგმავს.

 

ვიდეო: ვრცელდება ხვიჩა კვარაცხელიას ემოციური მიმართვა: „მეც ვიყავი მათი ტოლი და მეც მქონდა ოცნებები.. ყველაფერი მიღწევადია, მთავარია შრომა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g