LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მამა ხელის თხოვნაზე არ იყო, ველოდები ამერიკიდან როდის ჩამოვა და ქორწილს მერე დავგეგმავ… ჩემი საქორწილო კაბა გრანდიოზული იქნება“ – ლიზა დარასელია

2184
ლიზა დარასელია

მომღერალი ლიზა დარასელია „დღის პოსტის“ სტუმარი იყო.

ლიზამ გადაცემაში მისი დაბადების დღის ყველაზე მაგარ სიურპრიზზე ისაუბრა. ამ დღეს ლიზას შეყვარებულმა, საბა ბალაძემ ხელი სთხოვა.

„დაბადების დღეზე მთხოვა ხელი. ძალიან გაკვირვებული დავრჩი. შეყვარებული როცა გყავს, რა თქმა უნდა, ელოდები, რომ ხელს გთხოვს, მაგრამ იმ მომენტში მართლა არ ველოდი მოვლენების ასე განვითარებას. დედაჩემის რეაქცია სრული შოკი იყო, ტიროდა. ძალიან ბედნიერი ვიყავი. ყველაზე მაგარი დაბადების დღე წელს მქონდა და ამისთვის დიდი მადლობა საბას. შეიძლება ითქვას, ჩემი გული მოიგო. ხელის თხოვნის შემდეგ რომში წავედით მეგობრებთან ერთად. არაჩვეულებრივი დრო გავატარეთ. ეს არ იყო თაფლობის თვე. თაფლობის თვე ქორწილის მერე გვექნება, “ – ამბობს ლიზა.

ლიზამ გადაცემაში საბას გაცნობის ისტორია გაიხსენა.

„ერთმანეთი საერთო მეგობრებთან გავიცანით. საბამ თავიდანვე მითხრა, მეგობრულად არ გიყურებო. ყველაფერი ჩემზე იყო დამოკიდებული, მაგრამ მან თავისას მიაღწია… ქორწილს ცოტა მოგვიანებით გადავიხდით. რადგან მამა ამერიკაშია და მის ჩამოსვლას ველოდებით.

უკვე ვიცი, ქორწილში როგორი კაბა მეცმევა. კლასიკური კაბები მიყვარს, მაგრამ საქორწილო კაბა გრანდიოზული იქნება“. – ამბობს ლიზა.

ვინ არის ლიზი დარასელიას რჩეული და რით მოხიბლა მომღერალი მომავალმა ქმარმა: „იმდენად ერთგული ადამიანია, იმდენად მიზანდასახული პიროვნებაა, რომ აღფრთოვანებული ვარ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g