LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი შვილების გვერდით ვდგავარ, თქვენს გვერდით რომ არ ვიდგეთ, მართლები არ ვიქნებით“ – დუტა სხირტლაძე

162
დუტა სხირტლაძე

დღეს, საპროტესტო აქციების დაწყებიდან 1 თვის თავზე, საქართველოს ქალაქებში „ერთობის ჯაჭვი“ გაიმართა.

ცოცხალ ჯაჭვში მოქალაქეები ქვეყნის მასშტაბით 15:00 საათიდან ჩადგნენ. მათ შორის იყო მსახიობი დუტა სხირტლაძეც, რომელმაც განაცხადა, რომ „შვილების გვერდით დგას და ვინც შვილების თაობის გვერდით არ დადგება, მართალი არ იქნება“.

„ქუჩაში იმან გამომიყვანა, რომ არ მომეწონა როგორ ჩატარდა არჩევნები, ვთვლი, რომ სამართლიანად არ ჩატარდა, ხელახალი არჩევნები მინდა რომ იყოს და რაღა თქმა უნდა, მე ვდგავარ ჩემი შვილების გვერდით. ეს შვილები ჩვენი გაზრდილები არიან, ეგეთები არიან, მოგწონთ, არ მოგწონთ, არ ვიცი… ეგეთები ხართ ჩემო კარგო და თქვენს გვერდით რომ არ ვიდგეთ, არ ვიქნებით მართლები არასდროს“, – ამბობს დუტა სხირტლაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g