„მოვითხოვ, ყველა დამნაშავე ფიგურანტი, მაღალჩინოსანი თუ დაბალჩინოსანი, კანონის შესაბამისად იქნეს დასჯილი!!!“ – წერს სოციალურ ქსელში ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე.
ომაძე აღნიშნავს, რომ ნიკოს საქმეზე არცერთი ადამიანი უკანონოდ არ დაისჯება.
„მეგობრებო, ნიკო კვარაცხელიას ვერაგული მკვლელობის საქმეზე არც ერთი ადამიანი უკანონოდ არ დაისჯება, ჩემი შვილის თანატოლებს როგორ შემიძლია ბრალი რამეში დავდო. მეტსაც გეტყვით ჩვენთვის ტრაგედიაა რა კადრებსაც ვუყურებ!!!!
მაგრამ მოვითხოვ!!!
ყველა დამნაშავე ფიგურანტი, მაღალჩინოსანი თუ დაბალჩინოსანი, კანონის შესაბამისად იქნეს დასჯილი!!!
უკანონობას არაფრით არ დავუშვებ!!!!
ჭელიძემ და კავილაძემ წერტილ
მძიმეთი ყველაფერი თავად დაფქვა, ვიდეოც კი არსებობს!!!!
კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს ვერ გერთვებით ჟურნალისტებს, გაუგონარი ამბები მესმის და ვერ ვუძლებ!!!!“ – წერს იზა ომაძე.
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ბუსა ჟვანიას დაუსწრებლად პატიმრობა შეეფარდა
