პანდემიის ფონზე უამრავ ადამიანს გამოუჩნდა თავისუფალი დრო. ერთ-ერთი მათგანია 62 წლის მსახიობი მელანი გრიფიტი, რომელმაც ძველი ფოტოების დათვალიერებით გაირთო თავი. მსახიობმა ყოფილი მეუღლეებთან გადაღებული ფოტოები გადაარჩია და საბოლოო შედეგი „ინსტაგრამ“ გამომწერებს გაუზიარა.
„მე და დონ ჯონსონი, ჩვენი ქორწილის დღეს, 1979 წელს, მე 18 წლის ვიყავი, ის კი 25 წლის – ჩემი პირველი სიყვარული “, – ასე დაასათაურა გრიფიტმა ფოტო, სადაც პირველ მეუღლესთან, დონ ჯონსონთანაა აღბეჭდილი.
კიდევ ერთი პოსტი მელანიმ უკვე თავის მეორე ქმარს, ანტონიო ბანდერასს მიუძღვნა, „Mi Amor Antonio, ჩემი სიყვარული, ანტოიო“, – ასე მოიხსენია მან ბანდერასი, ფოტო 2012 წლით თარიღდება.
შეგახსენებთ, ყოფილი ქორწინებებიდან გრიფიტს 2 ქალიშვილი ჰყავს. დონ ჯონსონთან საერთო ქალიშვილი ცნობილი მსახიობი, დაკოტა ჯონსონია.