ჯეიმს ბონდის ვარსკვლავს, პირს ბროსნანსა და მის მეუღლეს, კილი შეის მრავალწლიანი ქორწინება აკავშირებთ, ისინი ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე სამაგალითო წყვილია და სკანდალებშიც არასდროს გახვეულან.
პირს ბროსნანი და მისი მეუღლე კორონავირუსის პანდემიას ჰავაიზე გაექცნენ
ახლახანს 68 წლის პირსმა და 57 წლის კილიმ 20 წლის ქორწინების იუბილე აღნიშნეს. ღირსშესანიშნავი თარიღის აღსანიშნავად ბროსნანმა მეუღლეს „ინსტაგრამის“ საშუალებით მიულოცა. მან ფოტოები გაავრცელა და მეუღლეს ამაღელვებელი სიტყვებით მიმართა.
„იუბილეს გილოცავ ჩემოო ძვირფასო კილი, ჩემი სიყვარული შენს მიმართ გამუდმებით იზრდება“, – წერს პირსი.
პირს ბროსნანი ბერეტით და კილი შეი ლეოპარდის პრინტიანი კაბით – წყვილი პაემანზე გადაიღეს