LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი სიყვარულის ისტორია საზღვრებსაც გასცდა…“ – რას წერს გერმანული გამოცემა სოფი ლორენის ქართველ სარძლოზე

549
მარიამ შარმანაშვილი

მარიამ შარმანაშვილს, რომელიც ფართო აუდიტორიამ ლეგენდარული იტალიელი კინოვარსკვლავის, სოფი ლორენის სარძლოს სტატუსით გაიცნო, ცოტა ხნის წინ რჩეულმა, კარლო პონტი უმცროსმა ხელი სთხოვა.

მარიამ შარმანაშვილმა საკუთარ თავგადასავალზე fortuna.ge-სთან ექსკლუზიურად ისაუბრა და ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისი ცხოვრება ზღაპრულ ამბავს ჰგავს.

ექსკლუზივი: როგორ მიიღო სოფი ლორენმა ქართველი რძალი – „კარლომ, მას შემდეგ, რაც ჩემგან თანხმობა მიიღო, მამაჩემს დაურეკა ვიდეოზარით და მას სთხოვა ჩემი ხელი ქართულ ენაზე…“

ცნობილი ხდება, რომ მარიამ შარმანაშვილის ზღაპრული ამბით გერმანული მედიაც დაინტერესდა.

„ჩემი სიყვარულის ისტორია საზღვრებსაც გასცდა, ამჯერად, ჩვენი ამბით გერმანიაში ცნობილი გამომცემლობა „Bild“ დაინტერესდა“, – წერს მარიამ შარმანაშვილი.

„სოფი ლორენის ვაჟი ქართველ, „ინსტაგრამით“ გაცნობილ შეყვარებულზე დაქორწინდა“, – ამ სათაურით აქვეყნებს გერმანული გამოცემა სტატიას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g