LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი ყველაზე დიდი საყრდენი გამომეცალა, მთელი ცხოვრება ამ საშინელი წუთის მოლოდინში ვიცხოვრე“ – დავით ქაცარავას მამა გარდაიცვალა 

828
Untitled design (1)

ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ლიდერს, დავით ქაცარავას მამა გარდაეცვალა. სამწუხარო ინფორმაციას დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში ავრცელებს და მამას ემოციურად ემშვიდობება:

„ბავშვობაში ხშირად მესიზმრებოდა, როგორ კვდებოდა მამაჩემი…

სიზმარშივე საზარლად ვტიროდი… მერე მეღვიძებოდა და გაგიჟებული ვეძებდი მამაჩემს.

რომ ვპოულობდი ცოცხალს, ყველაზე ბედნიერი ვიყავი მაშინ… ვიცოდი, რომ ოდესღაც სიზმარი ახდებოდა..

მთელი ცხოვრება ამ საშინელი წუთის მოლოდინში ვიცხოვრე და როდესაც ეს საშინელი წუთი დადგა, შენ გვერდით არ ვიყავი…

ჩემ ცხოვრებაში ყველაზე დიდმა კაცმა დამტოვა, ჩემი ყველაზე დიდი საყრდენი გამომეცალა..

მადლობა ყველაფრისთვის, მადლობა იმ ბედნიერებისათვის, რაც შენ მაჩუქე, მადლობა რომ ყოველთვის და ყველგან შემიძლია ვთქვა, მიშა ქაცარავას შვილი ვარ…
ძალიან გამიჭირდება უშენობა.. დროებით, მამი..“, – წერს დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში.

 

ბავშვობაში ხშირად მესიზმრებოდა, როგორ კვდებოდა მამაჩემი…

სიზმარშივე საზარლად ვტიროდი…..მერე მეღვიძებოდა და…

Posted by დავით ქაცარავა on ოთხშაბათი, 25 ოქტომბერი, 2023

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g