ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ყველა მონაწილე ცნობილია. ჰოდა, საბუქმეკერო კანტორებმა ახალი გამარჯვებულის შანსები უკვე ჩამოწერეს. რა თქმა უნდა, მთავარი ფავორიტები არ იცვლებიან. სულ-სულ მთავარი კი „ბარსელონაა“ (4.2), მას მიუნხენის „ბაიერნი“ (5.0) და მოქმედი გამარჯვებული მადრიდის „რეალი“ (6.0) მოყვებიან.
აუტსაიდერებად კი „ბაზელი“, „ბეშიქთაში“ და „ბრიუგე“ მიიჩნევიან.