LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლს ავტომატური სისტემა დააფიქსირებს

13

გოლის განსაზღვრის სისტემას ჩემპიონთა ლიგის და ევროპა ლიგის ფინალებში გამოიყენებენ.

გადაწყვეტილება უეფას აღმასკომზე მიიღეს.

„გადაწყდა, რომ გოლის გატანის ავტომატურ სისტემას, რომელიც მომდევნო წლიდან ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე ამოქმედდება, უკვე წლევანდელ ფინალებზე გამოვცდით – მილანსა და ბაზელში“, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

სხდომაზე ორგანიზაციის გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებლად დაამტკიცეს ტეოდორ ტეოდორიდისი. მოგეხსენებათ, ეს პოსტი ჯანი ინფანტინოს ეკავა, რომელიც ახლა ფიფას ცინცხალი პრეზიდენტია.

ევროპის ლიგის ფინალი 18 მაისს გაიმართება, ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტი თამაში კი 28 მაისს არის დანიშნული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები