ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საუკეთესო გოლის ავტორად “ბეშიქთაშის” თავდამსხმელი ჯენკ თოსუნი დასახელდა. თურქმა ფეხბურთელმა პირველივე ტურში 13 სექტემბერს გამართული მატჩის 28-ე წუთზე “პორტუს” შორეული დარტყმით გაუტანა და გულშემატკივართა უმრავლესობამ (44%) სწორედ ამ გოლს მიანიჭა უპირატესობა.
მეორე პოზიციაზე გავიდა გარეთ ბეილის გოლი “დორტმუნდისა” და “რეალის” დაპირისპირებაში (14%), მესამე ადგილი ერგო ანტუან გრიზმანის გოლს “რომას” კარში (13%).
დანარჩენი პოზიციები ასეთია:
სადიო მანე (“ლივერპული”-“სპარტაკი” – 12%)
ედინ ჯეკო (“ჩელსი”-“რომა” – 9%)
სტეფან ელ შაარავი (“რომა”-“ჩელსი” – 8%)
https://www.youtube.com/watch?v=hYyaSx8FEEQ