LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემს გულიან და ერთგულ ძმას გაუმარჯოს! მიყვარხარ გულში“- მომღერალი აჩიკო ბერიძე იუბილარია

419
აჩიკო ბერიძე

აჩიკო ბერიძე 6 აგვისტოს იუბილარია. მომღერალმა სოციალურ ქსელში უამრავი თბილი მილოცვა მიიღო.

ვიდეოექსკლუზივი: „პირველად ვამბობ საჯაროდ, ესპანეთში მთხოვა ხელი…“ – 29 წლის შემდეგ დაბრუნებული პირველი სიყვარული – აჩიკო ბერიძისა და ანა შამილაძის სიყვარულის ამბავი, რომელიც კინოსცენარს ჰგავს

„დღეს ჩემთვის ძალიან ახლო და საყვარელი ადამიანის დღეა! აჩიკო სულ წარმატებული და გახარებული გამყოფოს ღმერთმა“, – წერს მუსიკოსი დავით მაზანაშვილი.

„სულ ბედნიერი მყავდე, მამი“, – წერს მომღერალი ლაშა ღლონტი.

„დღეს ჩემი ოჯახისთვის ძალიან ძვირფასი დღეა ! გაუმარჯოს დარეჯან ბალანჩივაძეს ჩემს გენიოს ბებიას ! ვინ დაიჯერებს რომ ეს პატარა გოგო დღეს 83 ის გახდა! გაუმარჯოს ჩემს ძმას აჩიკო ბერიძეს, რომელსაც სულ სიკეთისკენ აქვს თვალი! ღმერთმა დალოცოს და გაახაროს ორივე!“, – წერს მომღერალი სანდრო კობახიძე.

„ჩემს გულიან და ერთგულ ძმას გაუმარჯოს! მიყვარხარ გულში“, – წერს მომღერალი არჩილ ცანკაშვილი.

„ვინც ოდნავ მეგობრობს ჩემთან ყველამ იცის, რომ .. რაც მობილური ტელეფონები შემოვიდა ჩვენს რეალობაში, იმ დღის მერე მისი ნომერი მიწერია შემდეგნაირად – „SULIS GAGRDZELEBA“

დანარჩენი ახლა,

რა სურვილებიც მექნება ასეთი ძმის მიმართ, ისედაც ბევრმა უსურვა დღეს და ვუერთდები ყველა მილოცვას !!!

აჩო, გილოცავ დაბადების დღეს! – წერს საოპერო მომღერალი აჩიკო გოგიტიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g