LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემთვის შოლცი არალეგიტიმურია! ღირსება არ გააჩნია! მეორე, საფრანგეთის ის რომ არის – მაკრონი! ბიჭო, საკუთარი მოსახლეობა არ გენდობა… უსამართლობას არ გავუტარებთ“ – ზარქუა მაკრონს და შოლცს

186
ირაკლი ზარქუა

„როცა მორალს მე შოლცი წამიკითხავს, რომელიც საკუთარ ქვეყანაში, პარტიაში ბოლო ადგილას გავიდა, ღირსეული ლიდერი გადადგებოდა და წავიდოდა. ღირსება არ გააჩნია!მეორე, საფრანგეთის ის რომ არის – მაკრონი! ბიჭო, საკუთარი მოსახლეობა არ გენდობა“ – აღნიშნული განცხადება მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ზარქუამ, გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის და საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მისამართით გააკეთა.

ზარქუას აზრით, ევროპელი ლიდერების მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში ორმაგ სტანდარტს აქვს ადგილი. მისივე განცხადებით, კრიტიკა უნდა იყოს ობიექტური, სამართლიანი და კონკრეტულ არგუმენტებზე დამყარებული. ზარქუა ამბობს, რომ მალე ორმაგ სტანდარტს ამერიკის შეერთებული შტატებიც ეტყვის უარს.

„ჩვენთვის პრობლემას კრიტიკული განცხადებები არ წარმოადგენს. ჩვენ ვითხოვთ, კრიტიკა იყოს ობიექტური, სამართლიანი და კონკრეტულ არგუმენტებზე დამყარებული. მომიწოდებ და მეუბნები, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი არ მივიღო, რადგან ეს კანონი არის რუსული, ეს უსამართლობაა. როდესაც საფრანგეთის პირველი და მეორე პალატა გაცილებით მკაცრ კანონს იღებ, ამაზე შენ ხმას არ იღებ, ისევე როგორც მსგავს კანონს იღებს ესპანეთი, კანადა, თურქეთი და ხმას არ იღებენ, ეს ორმაგი სტანდარტია და მიუღებელია. ამ ორ სტანდარტს მათ შორის ამერიკელი ხალხი ეტყვის უარს. ცენტრალურ ევროპაში მოსახლეობამ უკვე უარი უთხრა – ჩემთვის შოლცი არალეგიტიმურია. როცა მორალს მე შოლცი წამიკითხავს, რომელიც საკუთარ ქვეყანაში, პარტიაში ბოლო ადგილას გავიდა, ღირსეული ლიდერი გადადგებოდა და წავიდოდა. ღირსება არ გააჩნია! მეორე, საფრანგეთის ის რომ არის – მაკრონი! ბიჭო, საკუთარი მოსახლეობა არ გენდობა, საკუთარმა მოსახლეობამ უარი გითხრა და რომ გამოდიხარ და ამ უძველესი ცივილიზაციის, კულტურის ქვეყანასა და ერს ეუბნები, ევროპული ღირებულებებისგან გადაუხვიეთო… არასწორ რელსებზე ხართო…. ორი მოსმენით საკუთარი ქვეყნის პარლამენტმა მიიღო – შეიძლება მაკრონსაც უმალავენ ამ თემას?! რატომ არ დაგმე?! რატომ არის იქ გამჭვირვალობა მისაღები და ჩვენთან მიუღებელი?! შეგიძლია ახსნა? – საკუთარ ხალხს ვერ აუხსენი, როცა არჩევნები წააგე და ჩვენ რას აგვიხსნი! უსამართლობას არ გავუტარებთ, ვინც არ უნდა იყოს და რა ლიდერიც არ უნდა იყოს. ვინც ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს, კულტურას, ჩემს მიდგომებს არასწორად შეეხება …. ჩვენ ვართ ევროპული ღირებულებების მატარებლები და ერთ-ერთი დამფუძნებლებიც. ჩვენ ვიცავდით ქრისტიანობას, რომელიც არის საწყისი და ყოვლის მომცველი ღირებულებები, რითაც თქვენ დღეს ამაყობთ“ – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g