LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Chevrolet Camaro-მ Ford Mustang-ს აჯობა

61

Chevrolet Camaro-ს ახალმა თაობამ შეძლო პირდაპირი კონკურენტისთვის Ford Mustang-ისთვის ლიდერობა წაერთმია. ცნობილია, რომ ამა წლის აპრილში შეერთებული შტატების ავტომოყვარულებმა 8 737 Chevrolet Camaro შეიძინეს, Ford Mustang-ის რეალიზაციამ კი 8 063 ერთეული შეადგინა.

მანამ, სანამ მეექვსე თაობის Ford Mustang-ის დებიუტი ადგილობრივ ბაზარზე შედგა, Chevrolet Camaro თავისი სეგმენტის აბსოლუტირი ლიდერი იყო.

Chevrolet-ში ამბობენ, რომ ბრენდი სპეც ვერსიების მთელ რიგს ამზადებს, რაც მათ ლიდერობის შენარჩუნებაში დაეხმარება.

უნდა გავიხსენოთ ისიც, რომ 2016 წლის შედეგებით, Ford Mustang-ი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სპორტქარი გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები