LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭიათურის წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციაზე 12 მლნ დაიხარჯება

125

ჭიათურაში წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია დაიწყება.

როგორც ”ფორტუნას” ჭიათურის გამგებელმა სულხან მახათაძემ განუცხადა, მუნიცილური განვითარების ფონდმა ამ მიზნით 12 მლნ ლარი გამოყო.

მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის, პროექტის დამუშავება მიმდინარეობს, რომელიც აპრილში დასრულდება. აგვისტო – სექტემბრისთვის კი ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყება.

”წყალმომარაგების ქსელი ფაქტობრივად, ამორტიზებულია. წვიმის დროს სათავე ნაგებობები იმღვრევა, გზაზე მოდის წყალი. ამ პროექტმა უნდა უზრუნველყოს გამწმენდი ნაგებობის მოწყობა და ფილტრების დაყენება, რათა მოსახლეობას სასმელი წყლის დისკომფორტის პრობლემა აღარ ჰქონდეს”, – განუცახადა ”ფორტუნას” მახათაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g