LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Chigogidze Wines – ეროვნული ღვინოები ქვევრიდან და ახალი შტრიხები ტრადიციულ სასმელში

779
გიორგი სვანიძე

ქართული ღვინის კულტურა 8000 წელს მოიცავს, მაგრამ დღეს, როცა პრემიუმ ხარისხის პროდუქციაზე მოთხოვნა განსაკუთრებით გაზრდილია, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ისეთი მწარმოებლების აღმოჩენა, რომლებიც ტრადიციას ინოვაციასთან აერთიანებენ. სწორედ ასეთია კომპანიაა „Chigogidze Wines“, რომელიც ყურძნის ყოველი მტევნის მიმართ მოწიწებას იჩენს, თანამედროვე ტექნოლოგიებს კი მხოლოდ იმისთვის იყენებს, რომ ქართული მიწის ხასიათი კიდევ უფრო გამოკვეთოს. მისი ღვინოები არა უბრალოდ სასმელი, არამედ იმის განცდაცაა, თუ რას ნიშნავს ხარისხი და ღვინის დაყენების ხელოვნება.

თათა ქოიავა, ქართული ღვინის ბრენდის „Chigogidze Wines“ საოპერაციო ხელმძღვანელი:

– „Chigogidze Wines“ არის პრემიუმ ღვინის მწარმოებელი კომპანია, მცირე ტიპის მეღვინეობა, რომელიც 10 წელია, რაც სტაბილურად ოპერირებს ბაზარზე, სადაც საკმაოდ დიდი კონკურენციაა. ჩვენ ღვინის მოყვარულებს ვთავაზობთ უცვლელ ხარისხს, მომხმარებლებს არასდროს ვუცრუებთ მოლოდინებს. ვამზადებთ როგორც ტრადიციულ, ისე ევროპული სტილის ღვინოს როგორც ადგილობრივი, ისე საექსპორტო ბაზრისთვის. გარდა ამისა, მუდმივად ვცდილობთ განვითარებას და ვცდილობთ, ბაზარს ღვინის ახალ-ახალი ვარიაციები შევთავაზოთ, ახალი შტრიხები შევიტანოთ ამ ტრადიციულ სასმელში.

ჩვენი პროდუქცია ხელმისაწვდომია მთელი ქვეყნის მასშტაბით, ღვინის ყველა ქსელურ მაღაზიასა და მარკეტში, ასევე, წარმოდგენილები ვართ სხვადასხვა ტიპის კვების ობიექტებში. აქვე გამცნობთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ ბათუმში გაიხსნა ჩვენი ღვინის მაღაზია-ბარი და უკვე ბათუმელ მომხმარებლებს აქვთ საშუალება, ჩვენივე სივრცეში დააგემოვნონ ჩვენი ღვინოები და სასიამოვნოდ გაატარონ დრო.

იმისთვის, რომ ჩვენი პროდუქცია ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი, მომხმარებლებს ხშირად ვთავაზობთ წამახალისებელ აქციებს. ჩვენი ღვინის ფასდაკლებით შეძენა შესაძლებელია როგორც ქსელურ მარკეტებში, ისე ჩვენი კომპანიის ვებგვერდზე. მოხარულები ვართ, რომ მომხმარებლები აქტიურად იყენებენ ამ შესაძლებლობას. სიამოვნებით აღვნიშნავ, რომ ე.წ. „შავი პარასკევის“ მოახლოებასთან დაკავშირებით, კიდევ უფრო საინტერესო შეთავაზებები გვექნება მაღალი ხარისხის ღვინის მოყვარულებისთვის. ამ შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის მოპოვება შესაძლებელია სოციალურ ქსელებში ჩვენს გვერდებზე, თითქმის ყველა პლატფორმაზე ვართ წარმოდგენილები, ასევე ვებგვერდზე.

რაც შეეხება ჩვენს სამომავლო გეგმებს, უფრო მეტად ვაპირებთ გააქტიურებას ღვინის ექსპორტზე გატანის კუთხით, რამდენიმე ქვეყანასთან უკვე ვაწარმოებთ აქტიურ მოლაპარაკებებს. გარდა ამისა, ბაზარს მალე შევთავაზებთ ჩვენს ახალ პროდუქტს – უსახელოურს. ამ ღვინოს საქართველოში ძალიან ცოტა კომპანია აწარმოებს და „Chigogidze Wines“-ი ერთ-ერთი მათგანი იქნება, ვინც გამორჩეულად მაღალი ხარისხის უსახელოურს შესთავაზებს მომხმარებლებს. მალე დაანონსდება, როდის და სად იქნება შესაძლებელი ამ ღვინის შეძენა. იგეგმება სხვა ტიპის პროდუქტების წარმოებაც, რომლებზეც ეტაპობრივად მივაწვდით საზოგადოებას ინფორმაციას. აღსანიშნავია ისიც, რომ რამდენიმე თვეში გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ თბილისშიც შევქმნათ ადგილი, სადაც მომხმარებელს შეეძლება განტვირთვა და ჩვენი საუკეთესო ღვინოების დაგემოვნება.

გიორგი სვანიძე, ქართული ღვინის ბრენდის „Chigogidze Wines“ მეღვინე:

– გეოგრაფიული თვალსაზრისით, საკმაოდ მრავალფეროვანი პორტფელი გვაქვს. მარანი მდებარეობს შიდა ქართლში, სადაც ვამზადებთ გორულ მწვანეს, შავკაპიტოს და თავკვერს, რაჭიდან წარმოდგენილი გვაქვს ალექსანდროული, ლეჩხუმიდან – უსახელოური, რომელიც სულ მალე გამოჩნდება ბაზარზე, იმერეთიდან – ციცქა, ხოლო კახეთიდან – ხაშმის საფერავი, ქისი, ხიხვი და ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები, როგორებიცაა მანავი და წარაფი. გარდა ღვინისა, ისეთ სპირტიან სასმელებსაც ვაწარმოებთ, როგორებიცაა ჭაჭა და ბრენდი, ასევე, არატრადიციული, ალუბლის ფერმენტაციის შედეგად მიღებული სადესერტო ღვინო. ჩვენს ასორტიმენტში არსებულ ღვინოებს ყოველწლიურად, არა უმეტეს 2000 ბოთლის ოდენობით ვამზადებთ, რაც საშუალებას გვაძლევს, ხარისხზე უფრო მეტად ვიყოთ კონცენტრირებულები.

მომხმარებლებს შორის განსაკუთრებული მოწონებით სარგებლობს გორული მწვანე და ჩინური, რომლებიც შიდა ქართლის ვენახებში გვერდიგვერდ არის ხოლმე გაშენებული, რთველზე ჩვენც ერთად ვამუშავებთ მათ და მიიღება ხალისიანი, კლასიკური სტილის თეთრი მშრალი ღვინო. ასევე გამოვარჩევდი წარაფს, რომელიც ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოა კახეთიდან, კერძოდ, კარდანახიდან. ამ ქარვისფერ ღვინოს, ქვევრში 5 თვიანი მაცერაციის შემდეგ, მუხის კასრებში ვავარგებთ. ეს მას კომპლექსურობასა და საინტერესო ხასიათს სძენს. გამოვყოფდი ალექსანდროულსაც, რომელიც რაჭიდან, ხვანჭკარის მიკროზონიდან არის. მისგან, მოგეხსენებათ, ამზადებენ ხვანჭკარას, ნახევრად ტკბილ ღვინოს, მაგრამ მე, როგორც რაჭველს, ამბიცია მაქვს, რომ ალექსანდროულის ჯიშისგან არა მხოლოდ ხვანჭკარა, არამედ წითელი პრემიუმ ხარისხის ტიპის ღვინოებიც შეიძლება დამზადდეს. ჩვენ მათ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვავარგებთ მუხის კასრებში. მაგალითად, ბაზარზე ამჟამად არსებული ჩვენი ალექსანდროული 4-5 წლის დაძველებითაა. დავარგება ხელს უწყობს ტანინების დარბილებას და უფრო საინტერესო სტრუქტურას ქმნის. აქვე დავძენ, რომ სარეზერვოდ, ყველა წლის ყველას ღვინის, დაახლოებით, 200 ბოთლი გვაქვს შენახული. მათ არ ვყიდით, რათა წლების შემდეგ ენოთეკასავით შემოინახოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g