LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩიხლაძე: „კობახიძის ამ მონანიებას ჩალის ფასი აქვს“

192
Untitled design (6)

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც – ის სინანულს გამოხატავს, რადგან შოვის სტიქიას გადარჩენილ დავით ჯელაძეს გული ატკინა – „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე ეხმიანება.

„სიმართლე არ იკარგება“ – რას წერს დავით ჯელაძე კობახიძის განცხადების შემდეგ

სერგო ჩიხლაძის თქმით, „კობახიძის ამ მონანიებას ჩალის ფასი აქვს“.

„ირაკლი კობახიძის ამ მონანიებას ჩალის ფასი აქვს, რადგან დღეს ამ ადამიანს შეუძლია თეთრზე შავი თქვას, შემდეგ გადათქვას და შემდეგ ისევ თეთრზე შავი თქვას.

ამიტომ, ამით არ იცვლება მათი დამოკიდებულება. ამით ისინი არც კეთილშობილები ხდებიან, არც ემპათიურები, არც ადამიანის მოყვარულები. იმავეს გააგრძელებენ და უკვე აგრძელებენ. მის მონანიებას არაფერი ფასი არ აქვს და ასევე, ათასობით უსახელო ტროლ-ბოტი რომ ჰყავთ და შეასევენ ხოლმე ადამიანებს, ისინიც მოინანიებენ? ან სახელ-გვარიანი ტროლ-ბოტები ოფიციალურ სამსახურში რომ ჰყავთ აყვანილი, სარჯველაძეები, ტროლ-ბოტი ოღონდ, სახელი და გვარის მქონე, ისიც მოინანიებს?

როგორც ჩანს, დატესტეს, ნახეს, რომ ძალიან ცუდად იმოქმედა ამან და ახლა ტაქტიკურად უკან დაიხიეს, თუმცა ხვალ იმავეს კეთებას გააგრძელებენ, ამით არაფერი არ შეიცვლება.

„ქართული ოცნება“, ბატონი კობახიძე კვლავ დარჩება არაჰუმანურ ადამიანად და ძალად, რომელსაც ადამიანები, ქართველები არ უყვართ“,-აცხადებს სერგო ჩიხლაძე.

„ამ მოთხოვნის ადრესატი ისევ კობახიძეა, რომელმაც ახლა ორი შაური მეორედ უნდა გადაუხადოს ბოდიშის მოხდაში“ – გია ხუხაშვილი

დღეს რაც კობახიძემ გააკეთა, ეს ზედმიწევნით ზუსტად წარმოადგენს მის სინამდვილეში ძალიან მარტივ ფსიქოლოგიურ პორტრეტს – ხუხაშვილი

„ძალიან ღირსეულად მოიქცა ირაკლი კობახიძე, დავით ჯელაძეს რომ შეხვდა და მოუბოდიშა. მობოდიშება და შეცდომის აღიარება არ არის უხერხული“ – გოგა ჩანადირი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები