LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინელები ცდილობენ ფრთხილად შეიძინონ რუსული გაზი, რომელსაც დანარჩენი მსოფლიო თავს არიდებს

84
np_file_151024-870x489-780x470

თხევადი ბუნებრივი აირის ჩინელი იმპორტიორები ცდილობენ, ფრთხილად შეიძინონ რუსული გაზი, რომელსაც დანარჩენი მსოფლიო თავს არიდებს. ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიები, მათ შორის Sinopec და PetroChina, გარიგებას აწარმოებენ მიმწოდებლებთან, რათა ტვირთები რუსეთიდან, ადგილზე დიდი ფასდაკლებით შეიძინონ.

აღსანიშნავია, რომ ბუნებრივი აირის იმპორტიორების უმეტესობა არ ყიდულობს რუსულ ტვირთებს მომავალი სანქციების, ან რეპუტაციის შელახვის შიშით, რადგან უკრაინაში ომი გრძელდება და ევროკავშირი მოსკოვზე ზეწოლას აძლიერებს. ამ ეტაპზე, ჩინური კომპანიები ერთადერთი მსურველები აღმოჩნდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g