როგორც ჩანს Apple-ის პროდუქცია ჩინეთში ფანატურად უყვართ. ცოტა ხნის წინ გამოცემამ ChinaDaily გაავრცელა ინფორმაცია, რომ იანცჟოუს ორმა მოქალაქემ, რომლებსაც Apple iPhone 6s-ის შეძენის დიდი სურვილი ქონდათ, მაგრამ შესაძლებლობა არა, გადაწყვიტეს სანატრელი ტელეფონისთვის თითო თირკმელი გაეყიდათ.
მეგობრებმა, ჰუანგმა და ვუმ ინტერნეტის მეშვეობით იპოვეს ადამიანი, რომელიც ორგანოების არალეგალური გადანერგვით იყო დაკავებული და შეთნხმდნენ ერთ-ერთ კლინიკაში გავლოთ სამედიცინო შემოწმება, იქვე შეხვდებოდნენ მყიდველსაც, საბედნიეროდ მყიდველი არ გამოჩნდა.
ამის შემდეგ ერთ-ერთი მეგობარი გონს მოეგო და მიხვდა, რომ iPhone 6s-თვის თირკმლის ამოჭრა არც ისე კარგი აზრი იყო. ის სამართალდამცავებს დაუკავშირდა, თუმცა მისი მეგობარი უფრო მიზანდასახული აღმოჩნდა და პოლიციის მოსვლამდე მიიმალა.