ჩინეთის ექსპორტ-იმპორტ ბანკი გააგრძელებს საქართველოში ჩინური ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობას.
როგორც ბანკის პრეზიდენტმა საქართველოს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, დავით საგანელიძესთან შეხვედრის დროს განაცხადა, ჩინელი მეწარმეები საქათველოში ინვესტიციებს აქტიურად ახორციელებენ და ექსპორტ-იმპორტ ბანკის დახმარებითა და მხარდაჭერით შედიან ქართულ ბაზარზე.
როგორც საპარტნიორო ფონდში აცხადებენ, საინტერესო პროექტების შემთხვევაში ბანკი მზადაა გააგრძელოს ინვესტორების დაფინანსება და ხელი შეუწყოს ინვესტიციების განხორციელებას საქართველოში.
საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ჩინეთში ქართული დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ფინანსური წრეების წარმომადგენლებს შეხვდა. მან ჩინელ წარმომადგენლებს საპარტნიორო ფონდის კონცეფცია და საქამიანობა გააცნო. ისაუბრა განვითარების კორპორაციის შექმნის პერსპექტივაზე და დაინტერესების შემთხვევაში, ჩინური მხარის პროექტში ჩართვის შესაძლებლობაც განიხილა.
საგანელიძე ქართულ დელეგაციასთან ერთად ჩინეთის ინდუსტიურლ-კომერციულ ბანკის გენერალურ დირექტორსაც შეხვდა.