ჩინეთის მოსახლეობა 1961 წლის შემდეგ არ შემცირებულა და გასული წელი ამ მხრივ რეკორდული იყო. საინტერესო ინფორმაცია CNN-მა გაავრცელა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2022 წელს ჩინელთა რაოდენობა 1 411 750 000 იყო, რაც წინა წელთან შედარებით 850 ათასით ნაკლებია.
2022 წელს დაბადებულ ადამიანთა რაოდენობა გარდაცვლილთა რაოდენობაზე ნაკლები იყო. სამწუხაროდ, ქვეყანაში სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, ყოველ ათას ადამიანმა 7,37 გარდაცვალება.
რაც შეეხება შობადობას, ეს მაჩვენებელი უკვე რამდენიმე წელია რაც მცირდება. სიტუაცია იმდენად დამძიმდა, რომ ხელისუფლებამ შობადობის წახალისება სხვადასხვა გზებით სცადა, თუმცა როგორც ჩანს უშედეგოდ.