LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთში დააპატიმრეს კაცი, რომელმაც ქათმები სიკვდილამდე შეაშინა

131
Screenshot 2023-04-12 114951

ჩინეთის მკვიდრმა მეზობლის ათასამდე ქათამი ისე შეაშინა, რომ ციხეში მოხვდა. სასამართლოს გადაწყვეტილებას CNN ავრცელებს.

ტელეარხის ცნობით, მამაკაცი გვარად გუ დამნაშავედ ცნეს 1100 ქათმის შეშინებისთვის. ინციდენტი მეზობელთან ჩხუბის შემდეგ მოხდა, როცა გუმ მეზობლის მიწაზე ხის მოჭრა ნებართვის გარეშე გადაწყვიტა.

სასამართლომ დაადგინა, რომ ჩინელი მეზობლის საქათმეში ღამით რამდენჯერმე შეიჭრა. მამაკაცს თან ფარანი ჰქონდა, რომლის შუქმაც ქათმები ნამდვილ პანიკაში ჩაყარა. ფრინველი შიშისგან კუთხეს მიაწყდა, რა დროსაც ჭყლეტაში 100 ცალი დაიღუპა.

გუმ მეზობლის ქათმები ამის შემდეგაც შეაშინა და საბოლოო ჯამში სასამართლომ ზარალის თანხა 13 840 იუანად (2015 დოლარი) შეაფასა. ცუდ მეზობელს 6 თვიანი პატიმრობა და 1 წლიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯეს.

აღსანიშნავია, რომ გუმ ჩადენილი დანაშაული აღიარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები