LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთში კორონავირუსის გავრცელება ოფიციალურად დადასტურებულ პირველ შემთხვევამდე ორი თვით ადრე დაიწყო: ახალი კვლევის შედეგები

132
1

როდის და სად დაფიქსირდა კორონავირუსის პირველი შემთხვევა – ამ დრომდე მსოფლიომ იცოდა, რომ ვირუსის გავრცელება ჩინეთში, ქალაქ ვუჰანში, ხუანანის ზღვის პროდუქტების ბაზარიდან დაიწყო და X პაციენტიც სწორედ ამ ბაზრის თანამშრომელი იყო, თუმცა დღეს, ბრიტანეთის კენტის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებულმა კვლევამ ვარაუდი შეცვალა და პანდემიური მსოფლიო ახალი რეალობის წინაშე დააყენა.

ყოველ შემთხვევაში, კვლევის ავტორები ამბობენ, რომ კორონავირუსის გავრცელება ჩინეთში შესაძლოა, 2019 წლის ოქტომბრის დასაწყისში, ოფიციალურად გამოვლენილ პირველ შემთხვევამდე, ორი თვით ადრე დაიწყო.

იმის დასადგენად, გაჩნდა თუ არა კოვიდ-19-ი პირველად 2019 წლის ოქტომბრის დასაწყიში, ბრიტანეთის კენტის უნივერსიტეტის მკვლევრებმა კონსერვაციის მეთოდი გამოიყენეს.

ვირუსის გაჩენის ყველაზე სარწმუნო თარიღი 2019 წლის 17 ნოემბერი იყო, გლობალურად გავრცელება კი კოვიდ-19-მა 2020 წლის იანვრიდან დაიწყო.

კვლევის ავტორები ამბობენ, რომ ვირუსის ზოგიერთი ადრეული შემთხვევა შეიძლება ხუანანის ბაზარს არ უკავშირდებოდეს, რაც იმას ნიაშნავს, რომ SARS-CoV-2 ჩინეთში მანამდე ვრცელდებოდა, სანამ ის ბაზრამდე მიაღწევდა.

მკვლევრების ინფორმაციით, უხანის ბაზარში გავრცელებული ვარიანტი ვირუსის ადრეული ვარიანტის მუტირებულ ვერსიას წარმოადგენდა.

ჩინეთისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ მარტის ბოლოს გამოქვეყნებულმა ერთობლივმა კვლევამ დაადასტურა, რომ შესაძლოა ვუჰანის აფეთქებამდე სპორადული ინფექციები არსებობდა.

კვლევის შედეგებს აქვეყნებენ ავსტრალიელი მეცნიერებიც.

მათი ინფორმაციით, ვირუსის გენომზე ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ SARS-Cov-2 ადვილად უკავშირდება ადამიანის რეცეპტორებს, რაც ადასტურებს, რომ ვირუსი მანამდე იყო შეგუებული ადამიანის ორგანიზმს, სანამ პირველი შემთხვევა დაფიქსირდებოდა.

ავსტრალიის ვესტმიდის საავადმყოფოს ინფექციონისტის, დომინიკ დუაიერის განცხადებით კი, ადამიანის რეცეპტორებთან ვირუსის ადვილი დაკავშირება არ ნიშნავს, რომ ვირუსი ხელოვნურადაა შექმნილი.

როგორც ავსტრალიელი მეცნიერები ამბობენ, უნდა ყოფილიყო კიდევ ერთი გადამტანი ცხოველი, რომლისგანაც ვირუსის ადრეული ვარიანტი გავრცელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები