მსოფლიოში ყველაზე გრძელი შუშის ხიდის მშენებლობა ჩინეთში ცოტა ხნის წინ დასრულდა. მისი სიგრძე 393 მეტრს შეადგენს. ხიდი ერთდროულად 800 ადამიანს დაიტევს. ტურისტებისთვის ის ივლისში გაიხსნება, რადგან რეგიონში, სადაც ხიდი არის განთავსებული, ამჟამად წვიმებია.
ცნობილია, რომ შუშის ზედაპირმა უსაფრთხოების დაახლოებით 100 გამოცდას გაუძლო, რათა კონსტრუქტორები დარწმუნებულიყვნენ, რომ მასზე 800-მდე ადამიანის ყიფნა უსაფრთხო იქნება. ამას გარდა, ხიდმა ბუნებისა და ტეპერატურის მკვეთრი ცვალებადობის ტესტირებაც გაიარა.
ჩჟანცზიაზეს ეროვნული პარკი დამთვარიელებელს თვალწარმატაცი ბუნებით უკვე დიდი ხანია იზიდავს. აღსანიშნავია, რომ სწორედ იქ არის გადაღებული ჯეიმს კემერონის „ავატარის“ ნაწილი.
