ჩინური ბრენდი IM 5,1 მეტრის სიგრძის ელექტროსედანის L7-ის გაყიდვას Porsche Taycan Turbo S-ზე უფრო სწრაფად ახერხებს, თანაც მოდელის ფასი გერმანულ კონკურენტზე 3-ჯერ უფრო იაფია. ტოპ-ვერსია Snake Performance 605 ცხენის ძალას ავითარებს და მისი ფასი 578 800 იუანია. Porsche Taycan Turbo S ჩინეთში 1 818 000 იუანი ღირს. IM L7 Snake-ის შეძენა ონლაინაა შესაძლებელი.
კომპანია IM სახელმწიფო და საჯარო სექტორის პარტნიორობის საუკეთესო მაგალითია. სედანის საბაზისო ვერსია, რომლის სიმძლავრეც 578 ცხენის ძალა, ხოლო სვლის მარაგი – 615 კილომეტრი, ზაფხულიდან იყიდება და მისი ფასი 368 800 იუანს შეადგენს. ამიერიდან კი სერიაში „რეკორდული“ მოდიფიკაცია Snake Performance-იც დაემატება.
ძრავა ფორსირებულია, სალონში კი საჭის ნაცვლად შტურვალი გაჩნდა. მოდიფიკაციას დაემატა სტაბილიზაციის სისტემა, უფრო მძლავრი სამუხრუჭე სისტემა Brembo და სპორტული რეჟიმი, რომელიც ფორმულა-1-ის მოტივებზეა შექმნილი.
შედეგად ჩინური ავტომობილი 100 კილომეტრს 0,8 წამში ავითარებს, რაც Porsche-ს შედეგზე 2,2 წამით გაუმჯობესებული დროა.