ჩინეთში ჩვეულებრივ მოვლენად ითვლება სამსახურში დარჩენა და ხშირად ცხოვრებაც კი, კომპანიის ეფექტურობისთვის. საინფორმაციო სააგენტო „როიტერსმა“ კი ამ მასალის შესაბამისი ფოტოდადასტურება გამოაქვეყნა.
40 წლის დაი სანი, რომელმაც კარიერა უბრალო ინჟინერიდან დაიწყო, კვირაში 72 საათი მუშაობდა. 15 წლის შემდეგ კი, მამაკაცმა საკუთარი ბიზნესის წარმოება დაიწყო. პირველი კი, რაც მან გააკეთა, დააარსა სტარტაპი – იყიდა 12 ცალი ორ-ადგილიანი საწოლი თავისი ოფისის თანამშრომლებისთვის.
შესაბამისმა კვლევამ აჩვენა, რომ უმეტესობა ნორმად მიიჩნევს სამუშაო კვირის განმავლობაში ოფისში ცხოვრებას და სახლში მხოლოდ უქმეებზე წასვლას. აღსანიშნავია, რომ რიგითი ჩინელის სამუშაო დღე დილის რვაზე იწყება, ხოლო მეორე სმენის მუშაობის დრო ღამის 2-3 საათზე სრულდება.