LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩიტო-გვრიტოს რემიქსი გავაკეთე, ის „თაიმს სქვერის“ ეკრანზე ტრიალებდა“ – ივანა მელაი სიმღერის პრემიერით გადაცემაში „უსმინე ახალს“

798
page

მიკი ჯეჯელასვას საავტორო გადაცემაში „უსმინე ახალს“ სტუმრად ივანა მელაი იმყოფებოდა. გადაცემაში მისი ახალი ნამუშევრის პრემიერა შედგა.

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საქართველოში ვიმყოფები, საქართველო ჩემი მეორე სამშობლოა. რაც შეეხება სიახლეებს, მინდა გითხრათ, რომ კანიე უესტისა და რიანას პროდიუსერთან ჩავწერე დუეტი. უესტმა მოისმინა ჩემი ნამუშევრები და გამოგვიგზავნა პროდიუსერი, რომელიც უიტნი ჰიუსტონთან 9 წელი მუშაობდა. ძალიან გამიმართლა, უიტნის დიდი ფანი ვარ.

როდესაც რეჯინამ ჩემი სიმღერები და საქართველოში გამოსვლები მოისმინა, ჩემთან მუშაობა გადაწყვიტა. ჩვენ კლიპიც ჩავწერეთ. ჩემი ყველა ოცნება სრულდება, რაც არ უნდა მოხდეს, მე არასდროს არ ვნებდები.

მინდა ქართველ მსმენელს შევახსენო, რომ „ჩიტო-გვრიტოს“ რემიქსი გავაკეთე. „თაიმს სქვერზე“ 15 წუთის განმავლობაში ჩემი „ჩიტო გვრიტო“ ტრიალებდა.

მე მრავალი წლის განმავლობაში მინდოდა ჰაუსის ჟანრში რაიმეს შექმნა და როგორც იქნა, ეს შევძელი. ახალი ალბომი შემოდგომაზე გამოვა და ამ ალბომის მთავარ სინგლს სწორედ ახლა მოვისმენთ. ეს სიმღერა პირველად საქართველოში „ფორტუნა პლუსის“ ეთერში გაჟღერდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები